ახელწოდება - ქრისტიანული ხელოვნება
პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეები იცნობენ შუა საუკუნეების ხელოვნებას, იციან, როდის შემოვიდა ქრისტიანობა, რა გავლენა იქონია ხელოვნებაზე.
პროექტის აქტუალობა/მნიშვნელობა:
პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:
- ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშები (ტაძარი, ფრესკები, ხატები და სხვ.)
- განასხვავონ ქრისტიანული ტაძრების ტიპები,
- ნახატისგან განასხვავონ ფრესკები.
- ამოიცნონ მშობლიური ქვეყნის ქრისტიანული კულტურის ძეგლები.
პროექტის მიზნები - მოსწავლეები უკეთ გაეცნონ მსოფლიოსა და მშობლიური ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. იცოდნენ, რა გავლენა იქონია ხელოვნების განვითარებაზე ქრისტიანობამ.
მოსწავლეთა ასაკი: 11-12 წელი, VII კლასი.
ვადების ხანგრძლივობა - 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/რა შეიძლება შეიქმნას - მოვამზადებთ ელექტრონულ პრეზენტაციასა და ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის მაკეტს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები - ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, რეპროდუქციები, მუყაო.
პროექტის მსვლელობა - ძირითადი აქტივობები.
აქტივობა 1 - საპროექტო თემის შერჩევა, ჯგუფის შერჩევა და ვადების განაწილება, შესაბამისი კითხვების ჩამოყალიბება:
ა) გაიხსენონ, როდის გავრცელდა ქრისტიანობა;
ბ) რა იციან ქრისტიანული ხელოვნების (ძეგლების, ფრესკების, ხატების) შესახებ.
გ) კიდევ რა ნიმუშები იციან ქრისტიანული კულტურის.
აქტივობა 2 - ჩამოვაყალიბებ საპროექტო ჯგუფს, შეიმუშავებენ გეგმას, გაანაწილებენ დროს.
აქტივობა 3 - ერთად განიხილავენ მათ მიერ ინდივიდუალურად მოპოვებულ მასალას, აირჩევენ საჭირო ინფორმაციებს, ფოტოებს, რეპროდუქციებსა და სხვა საჭირო მასალას.
აქტივობა 4 - ნამუშევარს წარმოადგენენ ელექტრონული პრეზენტაციის სახით, მოამზადებენ მცირე მოხსენებებს და დაამზადებენ მაკეტს. მასწავლებელი თვალყურს ადევნებს ჩართულობას, ინტერესს, თანამშრომლობას.
აქტივობა 5 - პროექტის პრეზენტაცია. მსმენელთა წინაშე წარმოადგენენ ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალას შესაბამისი კომენტარით (მცირე მოხსენების სახით).
აქტივობა 6 - შეფასება. მასწავლებელი აფასებს შეფასების სქემით, მოსწავლეები - ანგარიშის სახით.
კითხვები:
- რამ გამოიწვია ყველაზე მეტი ინტერესი.
- რას შეცვლიდით, დაამატებდით შემდეგში.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
მაღალი
|
მსჯელობა
|
ვერ მსჯელობს პროექტთან დაკავშირებით
|
მსჯელობს, მაგრამ ვერ ახდენს აუდიტორიის დაინტერესებას
|
მსჯელობს საინტერესოდ
|
მსჯელობს გარკვევით და დამაჯერებლად. იწვევს საყოველთაო ინტერესს.
|
ჯგუფური თანამშრომლობა
|
არ თანამშრომლობს ჯგუფთან
|
ნაწილობრივ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
|
ჯგუფის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა
|
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან
|
ინფორმაციის მოძიება
|
ვერ ახერხებს ინფორმაციის მოძიებას
|
არ ახდენს მასალის მოძიებას
|
ინფორმაციას მოიძიებს სრულად
|
სწრაფად და ორგანიზებულად ახდენს ინფორმაციის მოძიებას
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
ხელოვნება სგ-VII 6. მოსწავლეს შეუძ₾ია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
- ანაწილებს ფუნქციებს შესრულებული ამოცანის მიზნიდან გამომდინარე.
- განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო ვადებს და იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
- მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო გადაწყვეტილების მიღებაში.
სგ-VII 12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთნ.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
- მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე.
- ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის ვიზუალური ელემენტის მიხედვით.
- ამოიცნობს ისტორიულ მოვლენას, რომელიც შემოქმედის წყაროდ იქცა.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა კალანდაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: nanakalandadze222@gmail.com
No comments:
Post a Comment