გაკვეთილის გეგმები
მასწავლებლის
სახელი და გვარი: ნანა
კალანდაძე
საგანი: სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნება
კლასი: 7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
კლასში: 20
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ რენესანსის და
ბაროკოს ეპოქის მხატვრულ ნაწარმოებთან
შედარება-ანალიზის, მხატვრულ თავისებურებებზე და ისტორიულ კულტურულ კონტექსტში არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
გამოყენებული
რესურსი: სახელმძღვანელო; კომპიუტერი, პროექტორი; ინტერნეტი. დიდი ზომის ფურცლები,
ფერადი მარკერები. დაფა, ცარცი.
აქტივობების აღწერა
|
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
|
|
1.
|
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
მოსწავლეებს ვაცნობ
გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკას.
მოსწავლეები
ეცნობიან მიზანს და რუბრიკას.
|
მთელი კლასი
|
ფლიფჩარტზე დაწერილი
მიზანი და შეფასების რუბრიკა.
|
2წთ
|
|
2
|
საშინაო დავალების
გამოკითხვა- წინა გაკვეთილზე მივეცი დავალება მოეძიებინათ
ინფორმაცია რენესანსის ეპოქის
ერთერთი ნაწარმოების შესახებ და
გაეკეთებინათ წერილობითი ანალიზი.
მოსწავლეებს
გაუღრმავდათ ცოდნა რენესანსის ეპოქის შესახებ.
|
პრეზენტაცია
|
3 პრეზენტატორი
|
პროექტორი
|
7 წუთი
|
3
|
გაკვეთილის
B ფაზა
_ ცოდნის კონსტრუირება
პროექტორის
საშუალებით ვაჩვენებ რენესანსის ეპოქის
ნაწარმოებებს და კითხვა-პასუხის მეთოდით გამოვიკითხავ განვლილ მასალას, ვსაუბრობთ
რენესანსის ეპოქის კულტურისა და ხელოვნების შესახებ მის მხატვრულ
თავისებურებებზე.
მოსწავლეები
მსჯელობენ რენესანსის ეპოქის მხატვრული ნაწარმოებების შესახებ.
|
კითხვა-პასუხის
მეთოდი
|
მთელი კლასი
|
პროექტორი, რენესანსის ეპოქის ნაწარმოებების სლაიდები
|
5წთ
|
4
|
მინი ლექციით,
კითხვა-პასუხითა და ასევე ელექტრონული სლაიდ შოუს მიხედვით ვხსნი ახალ მასალას
,,ბაროკო“, ვადარებთ რენესანსის და ბაროკოს ნაწარმოებებს ერთმანეთს.
მოსწავლეები ვიზუალური
ელემენტების მიხედვით ამოიცნობენ და განასხვავებენ რენესანსის და ბაროკოს ნაწარმოებებს.
|
მინი ლექცია, კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო მიშაობა
|
პროექტორი
|
10წთ.
|
5
|
გაკვეთილის
C ფაზა
_ რეფლექსია
კლასს ვყოფ
ჯგუფებად, ჯგუფებს ვურიგებ ბაროკოსა და რენესანსის ნაწარმოებების რეპროდუქციებს,
ასევე ფლიპჩარტზე მოცემულ კითხვებს,
რომლის მიხედვითაც აკეთებენ მხატვრულ ანალიზს, პრეზენტატორები აკეთებენ პრეზენტაციას.
მოსწავლეებს
უვითარდებათ კომუნიკაციის უნარი, პრეზენტაციის და ჯგუფური მუშაობის უნარი.
|
ჯგუფური
მუშაობა
|
3 ჯგუფი
|
რეპროდუქციები
და კითხვარი ფლიფჩარტზე
|
13წთ
|
6
|
გაკვეთილის
ამ ნაწილში
შევაჯამებთ მიღებულ ცოდნას,კითხვა-პასუხის აქტივობით
მივდივართ არგუმენტირებული მსჯელობისაკენ ვსაუბრობთ, ორივე სტილის მხატვრულ
თავისებურებებზე.
მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის
შეჯამებას, ისაუბრებენ მხატვრული ნაწარმოებებით აღძრულ შთაბეჭდილებაზე.
ამის შემდეგ
ვაძლევ საშინაო დავალებას მოიძიონ ბაროკოს ერთი ნაწარმოები და გააკეთონ
მხატვრული ანალიზი.
|
კითხვა-პასუხი,
მსჯელობა
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
პროექტორი, სლაიდები
|
6წთ
|
7
|
შეფასება-შეფასებისას
ყურადღებას ვაქცევ მოსწავლეთა და ჯგუფების ორგანიზებულობას(დროის ლიმიტის
დაცვა,შემოქმედებითობა,თანამშრომლობა,ჯგუფებში მუშაობის დროს,გარვეული ეპოქის, ხელოვნების
ნიმუშის ანალიზი.
შეფასების სქემას
შემოგთავაზებთ დანართის სახით.
|
განმავითარებელი
შეფასება, წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით.
|
მთელი კლასი
|
2წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
ს.გ. VII
8. მსჯელობს
რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ, მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.
ს.გ VII.11. ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის
ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს
არჩევს ერთმანეთისგან რეალისტურ და პირობით გამოსახულებებს.
ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ მახასიათებელ
ნიშანს.
ს.გ VII.12. მსჯელობს იმის შესახებ თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა
ნამუშევრის შინაარსზე.
ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშ როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას
ვიზუალური ელემენტების მიხედვით.
ს.გVII .8 საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ
შთაბეჭდილებაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვა).
შეფასება: იხილეთ ჯგუფური მუშაობის შეფასების
სქემა.
ხელისმოწერა: ნანა კალანდაძე;
თარიღი:.
No comments:
Post a Comment